თურქული წარმოშობის ბულგარელ პოლიტიკოსს, აჰმედ დოღანს, პარტიის ყრილობაზე სოფიაში, პისტოლეტიანი მამაკაცი სცენაზე აუვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეომასალას სააგენტო „ფრანს პრესი" ავრცელებს. როდესაც დორანი აუდიტორიას მიმართავდა, სცენაზე უცნობი მამაკაცი აიჭრა და პისტოლეტი ორატორისკენ მიმართა.
ახალგაზრდა მამაკაცმა გასროლა ვერ შეძლო. ის დაცვამ და გარს მყოფმა ხალხმა დააკავა და განაიარაღა. ვიდეოში, რომელზეც მთელი ეს მოვლენაა აღბეჭდილი, ჩანს, რომ მამაკაცი დაცვამ სცემა კიდეც.
58 წლის დოღანი ბულგარეთში თურქული უმცირსობის დამცველად ითვლება. 1990 წლიდან, ის ბულგარეთის ყველა მოწვევის პარლამენტის წევრია. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსი არ დაზარალებულა. თავდამსხმელის გვარი ამ ეტაპზე არ ხმაურდება.