თბილისში, ჭავჭავაძის ქ. 62-ში, გაიხსნა მაღაზია "ორგანიკა", სადაც მხოლოდ ორგანული, ბიოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქცია გაიყიდება.
"ორგანიკაში~ წარმოდგენილია საუკეთესო ქართული ბიოღვინოები, რომლებიც ჩამოსხმულია ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას~ მევენახეების მიერ. მათ შორის არის გივი ნიკოლაშვილის "საფერავი~ _ ევროკავშირის სტანდარტით სერთიფიცირებული ბიოღვინო, რომელიც ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში იგზავნება და საქართველოში მისი ყიდვა მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა შესაძლებელი.
ფერმერები "ორგანიკას~ პროდუქტებს საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან აწვდიან. "ორგანიკა~ თანამშრომლობს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანასთან~. მაღაზია ასევე თანამშრომლობს "ღვინის კლუბთან~, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ნატურალური ღვინოებისა და ორგანული საკვები პროდუქტების პოპულარიზაცია.