ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში საწვავის ფასი გაიზარდა, რასაც ევროკომისიის მონაცემებიც ადასტურებს. ევროკომისიის მონაცემებით,
A-95 ბენზინის (ევრო) სეგმენტში ფასების ზრდა მოხდა 0.01-0.03 ევროთი/ლიტრზე. გამონაკლისი იყო მხოლოდ ჩეხეთი, უნგრეთი და დიდი ბრიტანეთი, სადაც ბენზინის ფასი შემცირდა 0.01 ევროთი/ლიტრზე, 0.02 ევროთი/ლიტრზე და 0.03 ევროთი/ლიტრზე. დიზელის საწვავის სეგმენტში ფასების შემცირება მოხდა ხუთ ქვეყანაში - ჩეხეთში, ფინეთში, უნგრეთში, პოლონეთსა და დიდი ბრიტანეთში. დანარჩენ ქვეყნებში დიზელის საწვავი გაძვირდა 0.01-0.02 ევროთი/ლიტრაზე.
მასალის გამოყენების პირობები