თურქული მედიის ინფორმაციით, სამსუნში საქართველოს მოქალაქე, 31 წლის ქალი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თ.დ-უა ცეცხლსასროლი იარაღით მეგობარმა მამაკაცმა მოკლა, რომელთანაც ორი წელი ცხოვრობდა.
სამართალდამცავების ცნობით, მკვლელობის ჩადენისას, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამ დროისათვის, დამნაშავე უკვე დაკავებულია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დანაშაულის მოტივის შესახებ, ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი.