დევნილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ხელი მოაწერა მემორანდუმს შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრთან". მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახორციელონ ერთობლივი, ურთიერთშეთანხმებული საქმიანობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურების საქმეში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეეძლებათ მიიღონ მრავალპროფილური, ხარისხიანი და კომფორტული მომსახურება. ეს ითვალისწინებს შემდეგი სერვისების მიწოდებას: ყველა სახის ამბულატორიული დახმარება; სამეანო-გინეკოლოგიური და სომატურ-ქირურგიული ფართო პროფილის მომსახურებით უზრუნველყოფა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის სერვისებითსარგებლობის ხელმისაწვდომობა.
როგორც მინისტრმა დავით დარახველიძემ აღნიშნა, საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად. „სამედიცინო ცენრტთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ნაწილია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ვიზიტი დევნილთა ჩასახლების ადგილებში და სამედიცინო მომსახურების ადგილზე გაწევა. აღნიშნული სამედიცინო ცენტრი იღებს ვალდებულებას, რომ დევნილ მოსახლეობას მოემსახუროს პრაქტიკულად უფასოდ და რიგ შემთხვევებში ძალიან შეღავათიანი ფასებით. იმედი მაქვს, რომ შეჭირვებული დევნილები, რომლებიც 20 წელია მძიმე მდგომარეობაში არიან, გარკვეულ მხარდაჭერას იგრძნობენ."
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის სამედიცინო ცენტრის მხრიდან ხელი წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ სურგულაძემ მოაწერა