„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი მაღალჩინოსნები, რომლებიც დანაშაულებრივ საქმეებში მონაწილეობდნენ, თანამდებობებიდან სასწრაფოდ გათავისუფლოს. ქვეყანაში დესტაბილიზაციის ნიშნებია და პროცესები 90-იან წლების მსგავსად ვითარდება. მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ საბოტაჟს შსს და პროკურატურაში მომუშავე სააკაშვილის დროინდელი კადრები ახორციელებდნენ. იმის მაგივრად, რომ აღნიშნული პიროვნებების პასუხიმგებლობის საკითხი დამდგარიყო დღეს ეს ხალხი პირიქით წინაურდება. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ათასობით სხვადასხვა უწყებებში შეტანილი განცხადებები რეაგირების გარეშეა დარჩენილი, პროკურორები კვლავაც აბუჩად იგდებენ ადვოკატებს და ძველებურად ურთიერთობენ მათთან. რაიონებში კი საკამაოდ ხშირად პოლიციის მხრიდან ადგილი აქვს სამასახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას. როდესაც ზვიად გამსახურდია ხელისუფლების სათავეში მოვიდა მასაც სთხოვდნენ რომ არ დაყრდობოდა პროკურატურაში და შსს-ში მომუშავე ძველ კადრებს, მაგრამ ის ამაზე პასუხობდა, რომ პოლიცია და პროკურატურა ეხლა ეროვნული ხელისუფლების პოლიტიკას გაატარებსო. სწორედ იმ ,,ეროვნულმა პოლიციამ'' მოაწყო პროვოკაცია გამსახურდიას წინააღმდეგ, როცა 1991 წლის 2 სექტემბერს კინოს სახლთან ცეცხლი გაუხსნა 100-მდე ოპოზიციის აქტვისტს და ამის შემდეგ ზვიად გამსახურდია დიქტატორად მოინათლა და მისი ხელისუფლების რღვევაც დაიწყო. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგივე სცენარი შეიძლება დღესაც განმეორდეს, ამიტომ ,, უფლებადამცველთა გაერთიანება'' მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს წარსული მაგალითებიდან გამოიტანოს დასკვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლების სერიოზული განსაცდელი ელის.