საბიუჯეტო კრიზისს სწორედ ეკონომიკური ამნისტია გამოიწვევს, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა. მისი თქმით, როგორც ჩანს პრეზიდენტი ჩასაფრებულის პოზიციიდან გამოდის და აცხადებს ისეთ რაღაცას, რაც მომავალში საბიუჯეტო კრიზისს გამოიწვევს
"ის, რასაც საუბრობს პრეზიდენტი, რომ მთლიანად გათავისუფლდეს ყველა ეკონომიკური სუბიექტი და პირი დარიცხული ჯარიმებისაგან, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მიზეზი, რაც გამოიწვევს საბიუჯეტო კრიზისს იმიტომ, რომ უამრავი თანხა არ იქნება გათვალისწინებული ბიუჯეტში. როგორც ჩანს პრეზიდენტი ჩასაფრებულის პოზიციიდან გამოდის და აცხადებს ისეთ რაღაცას, რაც მომავალში საბიუჯეტო კრიზისს გამოიწვევს", -განაცხადა ონოფრიშვილმა.