ინგუშეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა.
ტელეკომპანია "ბი-ბი-სის" ცნობით, სუნჟენსკის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ჩატარებული სპეცოპერაციისას 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. როგორც ინგუშეთის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, სპეცოპერაციის ჩატარების ადგილას 70-მდე ადგილობრივი მცხოვრები იმყოფებოდა, რომლებიც ტყეში ფიჩხის შეგროვებას ცდილობდნენ.
"ოპერაციის დროს მათი ევაკუაცია მოხდა, თუმცა რამდენიმე მათგანი სამართალდამცველებსა და არაკანონიერი დაჯგუფებების წევრებს შორის ორმხრივ სროლაში მოჰყვა", - განაცხადა ინგუშეთის პრეზიდენტმა, რომელიც დაღუპულთა ოჯახებს დახმარებას დაჰპირდა.
სპეცოპერაციის დროს 18 ბოევიკის ლიკვიდაციაც მოხდა.