ნიუ-იორკის მეტროში გაიმართა აქცია"დღე შარვლის გარეშე მეტროში". მისი მიზანი-ღიმილის გამოწვევაა.
ისინი ასობით,თუ არა ათასობით არიან. ყველაზე ასაკიანი 82 წლისაა. ყველაზე პატარა- ნახევარი წლის. თავისუფლები, მხიარულები და სურვილი აქვთ შუა ზამთარში მეტროში უშარვლოდ იმგზავრონ.უბრალოდ სიცილისთვის.
მთავარია მგზავრებმა არ იეჭვონ,რომ ეს მოწყობილია: ერთი იხდის, მეორე ვიდეოზე იღებს. ყველაფერი ბუნებრივი უნდა იყოს.შეხვიდე ვაგონში გაიარო ერთი ორი გაჩერება და დაიწყო შარვლის გახდა სერიოზული სახით. თითქოს მეტროში უშარვლოდ სიარული ჩვეულებრივი საქმეა.
რას აკეთებთ? რის უფლებას აძლევთ საკუთარ თავს?აღშფოთებას ვერ მალავს ერთ-ერთი მგზავრი" აქ მთავარია არ შეხვიდე პოლემიკაში და მისცე ღირსეული პასუხი.ის მუდამ მზადყოფნაში უნდა იყოს.
"მაგვიანდებოდა, ისე წამოვედი როგორც სახლში ვიყავი.აღმოჩნდა,რომ შარვალი დამავიწყდა.ამისთვის ხომ არ დავბრუნდებოდი."
ეს აქცია ნიუ-იორკში ზედიზედ უკვე 12 წელია იმართება.ის ისეთი გადამდები აღმოჩნდა,რომ ჯერ ვაშინგტონმა,ბოსტონმა და სან-ფრანცისკომ აიტაცა,ხოლო შემდეგ ლონდონი,სიდნეი და რიო დე ჟანეირო.მსოფლიოს 25 ქვეყნის 60 ქალაქი. უკვე შანხაიშიც წელიწადში ერთხელ მეტროში შარვლის გარეშე მგზავრობენ.
ვიღაც გაოცებულია,ვიღაც შოკშია.ბევრი ვერ იჯერებს- ეს ნიუ-იორკელები უცნაური ხალხია ყველაზე მამაცი ტელეფონს იღებს.ყველაზე მორცხვი ცდილობს თავი შორს დაიკავოს.მაგრამ, უმრავლესობა ყველაფერს ღიმილით ხვდება. ეს არის ის რისთვისაც ეს ყველაფერი დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები