ჯერჯერობით უცნობია, როდის შეეფარდება აღკვეთი ღონისძიება ძველი თბილისის რაიონის გამგებელსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკოლოზ მელიას. მელიას ადვოკატის გოგიტა გაბაიძის განცხადებით, დაცვის მხარეს საქმის მასალები ჯერ არ მიუღია.
,,გამოძიებას საქმის მასალები არ გადმოუცია და არავის არ უცნობებია სასამართოს თარიღის ჩანიშვნის შესახებ", _განაცხადა ჟურნალისტებთან ნიკოლოზ მელიას ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ.
ადვოკატის განმარტებით, პროკურატურამ სასამართლოს ნიკოლოზ მელიასათვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდების მოთხოვნით არ უნდა მიმართოს, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ მელიას ბრალი 2 მუხლით აქვს წაყენებული. რაც ქონების დამალვაში დახმარებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.