სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი და ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიერის ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე საქართველოში ჯერ არ დაბრუნებულა.
მიზეზი ევროპაში უამინდობა გახდა რის გამოც საქართველოში მიუნხენის რეისი ვერ გამოფრინდა.
შეგახსენებთ, რომ ბიწაძე პოლიტდევნილთა 25-კაციან სიაში შეყვანილი და იგი უკვე ამნისტირებულია. მას პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზების ბრალდება უკვე მოეხსნა.