ციხის კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე, საქართველოში გვიან ღამით თურქეთის გავლით ღამის პირველ საათზე ჩამოფრინდა. იგი სამართალდამცველებმა აეროპორტში ჩამოსვლისთანავე დააკავეს და გლდანის მერვე საპყრობილეში გადაიყავნეს.როგორც ჟურნალისტებთან ბედუკაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სამართალდამცვებს სხვა ვიდეომასალაც გადასცა. ამასთან დაცვის მხარე გეგმავს დააყენოს შუამდგომლობა, რომ ბედუკაძეს პატიმრობა უფრო მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიებით შეეცვალოს.
შეგახსენებთ, რომ ბედუკაძეს პატიმრებისადმი არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაში ედება ბრალი. ბედუკაძეს აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული.