დღეს, 18 იანვარს, 21 :00 საათზე ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალურ ცენტრში ნიკოლოზ რაჭველი და მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი მსმენელს "ჯადოქრული სიყვარულის" ქართულ პრემიერას წარადგენენ.
კონცერტზე "ჯადოქრული სიყვარულის" გარდა, ბიზე-შჩედრინის "კარმენ-სიუიტა" და მორის რაველის "ბოლერო" შესრულდება.
კონცერტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.
შეგახსენებთ, რომ ანიტა რაჭველიშვილი "ლა სკალას" სოლისტია.