დღეს, 18 იანვარს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კახეთის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას გახდის საჯაროს.
როგორც ცნობილია, სამინისტროში შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც ზარალის დადგენასა და კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებულ სამუშაოებს 2 თვის განმავლობაში სწავლობდა.
კომისიის მომდევნო, შემაჯამებელი სხდომა დღეს, 18 იანვარს გაიმართება, რომლის შემდეგაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილე და კომისიის თავმჯდომარე თენგიზ შერგელაშვილი გააკეთებს განცხადებას, თუ კონკრეტულად რა ვადებში და რა ოდენობის კომპენსაციის გაცემა იგეგმება.