შერონ ოლდსი (Sharon Olds) პირველი ამერიკელი პოეტი ქალია, რომელმაც ლექსების კრებული "ირმის ნახტომი" ტომას სტერნზ ელიტონის ლიტერატურული პრემია მიიღო.
კრებულში "ირმის ნახტომი" შევიდა ლექსები რომელიც ოლდესის დი მისი მეუღლის განქორწინებას ეძღვნება. ჟიურის წევრებმა თავმჯდომარის, შოტლანდიელი პოეტი ქალის კეროლ ენ დაფის ხელმძღვანელობით კრებულს უწედეს"განსაცვიფრებელი წიგნი სილამაზესა და ვაჟკაცობაზე".
პრემია რომლის ოდენობა 15 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს ამერიკელმა ქალბატონმა ლონდონის მუსეუმ "უელსის კრებულში" მიიღო პრემია პოეზიის წიგნის საზოგადოებამ დააწესა, რომელიც ანგლო-ამერიკელმა პოეტმა ტ.ს.ელიტონმა დააფუძნა. მას 1993 წლიდან გადასცემენ დიდ ბრიტანეთში ან ირლანდიაში გამოქვეყნებული ახალი პოეტური კრებულისთვის. წელს სიაში 10 ადამიანი შევიდა. თითოეულმა ლაურიატმა ჯილდოდ ათასი ფუნტი სტერლინგი მიიღო.
შერონ ოლდსი 1942 წელს სან-ფრანცისკოში დაიბადა. იგი ორჯერ იყო ნომინირებული ელიტონის პრემიაზე. პირველი ლექსების კრებული სათაურით "სატანის სიტყვა" 1980 წელს გამოვიდა. მას შემდეგ მან 11 წიგნი გამოუშვა. ამჟამად, ოლდსი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სამწერლო ოსტატობას ასწავლის.