,,სოხუმი-თბილისი-ერევნის რკინიგზის აღდგენაზე საქართველოს მთავრობის განცხადებები საგანგაშო ელემენტებს შეიცავს", -განაცხადა პრეზიდენტმა გამართულ პრესკონფერენციაზე.
,, რკინიგზა, რომელიც გადის აფხაზეთზე, საქართველოს აკავშირებდა ადრე ევროპასთან რუსეთის გავლით. საკმაოდ მოძველებული რკინიგზაა . ადრე ჩვენ სხვა რკინიგზა არ გვქონდა, მაგრამ ამასობაში როცა რუსეთმა ეს რკინიგზა დაბლოკა ბოლო წლებში აზერბაიჯანის გავლით ავაშენეთ ბევრად სწრაფი რკინიგზა და საქართველოს რუსეთის გავლით ევროპასთან დაკავშირების აუცილებლობა აღარ გააჩნია. ამ რკინიგზის ამოქმედება მხოლოდ რუსეთს აწყობს, რადგან ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა არის ტვირთების გადამზიდავი და ტრანსციმბირული მაგისტრალის დიდი კონკურენტია. რუსეთს ამ სატვირთო მაგისტრალის მნიშვნელობის დაკნინება და მოსპობა სურს. მეორე, სურს ამ რკინიგზის გახსნით მოახდინოს აფხაზეთის ოკუპაციის ფაქტობრივად დაკანონება. ახლა, როცა რუსეთმა მიითვისა აფხაზეთის რკინიგზა და ფლობს სომხეთის რკინიგზას, პრაქტიკულად ამ გახსნის სტატუსი იქნება მიუღებელი, რადგან რუსეთი აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ განიხილავს. ამას არავინ აღიარებს და ამ ტიპის ქმედებებით ხდება რუსეთისგან იმის მოტივაცია, რომ აფხაზეთის ოკუპაცია დაკანონდეს. არც ერთი ნაბიჯით საქართველომ ამას ხელი არ უნდა შეუწყოს, ვიდრე არ გადაწყდება აფხაზეთის დეოკუპაციის საკითხი", _განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, მთავრობის მხრიდან რკინიგზის საკითხის ცალკე განხილვა ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული გადაწყვეტილებაა.
"ვფიქრობ, საქართველოს მთავრობას ან წარმოდგენა არ აქვს საქართველოს გეოპოლიტიკურ და პოლიტიკურ ინტერესებზე, ან შეგნებულად უთხრის ძირს საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორს, საქართველოს დამოუკიდებლობას, მომავალს და პირდაპირ მოქმედებს ოკუპანტის დაკვეთით. ეს არის კატეგორიული განცხადება, მაგრამ ვალდებული ვარ, ხალხს თვალებში ნაცარი არ შევაყარო და ვუთხრა სიმართლე, _განაცხადა პრეზიდენტმა.