მანანა კობახიძე ქუთაისის პოლიციას მოუწოდებს, ხვალ მაქსიმალურად მობილიზებულები იყვნენ", _ აღნიშნულის შესახებ რიგგარეშე სესიაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.
"მივმართავ ქუთაისის სამართალდამცველ ორგანოებს და პატრულს, სამხარეო პოლიციას, რომ მაქსიმალურად, სასტუმრო "ბაგრატის" ტერიტორიაზე იყვნენ მობილიზებულები; უზრუნველყონ ამ შეხვედრის ჩატარება მშვიდობიან გარემოში და მოხდეს პარლამენტის წევრების დაცვა ყოველგვარი თავდასხმებისა და პროვოკაციებისგან", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 17 იანვარს ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით შექმნილი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომა გაიმართება. აღნიშნული სხდომა 15 იანვარს ზუგდიდში გაიმართა, სადაც ,,ქართული ოცნების" აქტივისტებსა და ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.