მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ოლიმპიადაზე მონაწილეობა, რადგან ნოდარს გაუხარდებოდა საქართველოს გამარჯვება და წარმატება. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, ოლიმპიურ სოფელში, ქართველ სპორტსმენებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
პრეზიდენტის განცხადებით, ქუმარიტაშვილის სახით საქართველომ ღირსეული ქართველი ახალგაზრდა და სპორტსმენი დაკარგა. სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაში მონაწლეობის მიღებისთვის.
"ძალიან მნიშვენლოვანია, რომ მიუხედავად ამდენი პრობლემისა საქართველო მაინც გამარჯვებისთვის იბრძვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ნოდარ ქუმარიტაშვილი, 1992 წლის ალბერშვილის ზამთრის ოლიმპიადის შემდეგ პირველი სპორტსმენია, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე დაიღუპა. სულ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში 4 ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული.