ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ქართველი კოლეგის მიხეილ სააკაშვილის მოწვევით, უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ლუკაშენკომ ბელორუსიისა და უცხოური მედიასაშუალებებისთვის დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, იგი საქართველოს დსთ-ში დაბრუნებას იმედოვნებს.
"ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ამის შესახებ საქართველოს ხელმძღვანელობასთან - სააკაშვილთან და ივანიშვილთან საუბარს შევძლებ. სააკაშვილმა მიმიწვია და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტით გავემგზავრები", - განაცხადა ლუკაშენკომ.