,,პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის იდეა ეს არის ქუთაისის მკვლელობის, ჩამკვდარ ქალაქად ქცევის გამოცხადებული ქრონიკა", _ განაცხადა ქუთაისში სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ქუთაისში დაუშვებელია პარლამენტის გაუქმება, რადგან პარალელურ რეჟიმში შეჩერდება ქუთაისში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა და განვითარება.
,,მკვდარი ქუთაისი ნიშნავს ჩამკვდარ დასავლეთ საქართველოს. ცოცხალი ქუთაისი აცოცხლებს მთელ დასავლეთ საქართველოს. Pპარლამენტის ქუთაისიდან გადატანის იდეა ეს არის ქუთაისის მკვლელობის, ჩამკვდარ ქალაქად ქცევის გამოცხადებული ქრონიკა", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.