საფრანგეთში რუსულ მაფიასთან კავშირისათვის 21 ქართველი დააკავეს.
გავცელებული ინფორმაციით, რომელიც ფრანგული ჟანდარმერიას ეყრდნობა დაკავებულები რუსულ მაფიასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.
დანაშაულებრივ ჯგუფს ბრალად ედება ათასობით საბამკო ბარათის მოპარვა, რომლის მეშვეობითაც ტყდებოდა დაზარალებულთა საბანკო ანგარიშები.
დაკავებულებს აქვთ ქართული გვარები, თუმცა უმეტესი მათგანი არსებული ინფორმაციით არ არიან საქართველოს მოქალაქეები.
საქართველოს კონსულმა საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილმა "რუსთავი 2"-თან განაცხადა, რომ ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ საელჩოსა და საკონსულოს არ მიუღია, მისივე თქმით, უკვე დაიწყო მონაცემების გადამოწმება.
"საკონსულო და საელჩო ყველაფერს გააკეთებს საქართველოს მოქალაქეების დასაცავად და დასახმარებლად" - განაცხადა ჯავახიშვილმა.