საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოზე შეიარაღებული ბანდფორმირებების შექმნისა და ხელმძღვანელობის ბრალდების საკითხს განიხილავენ. პროცესზე ბრალდების მხარის დარჩენილი მოწმეები დაიკითხებიან. ასევე მოხდება მტკიცებულებების გამოკვლევა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გამართულ სასამართლო პროცესზე ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გირაოთი შეეცვალა, თუმცა თვადცავის ყოფილი მინისტრი სასამართლო დარბაზიდან მხოლოდ იმიტომ არ გაათავისუფლდა, რომ მას სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, რომელიც 11 იანვარს გამართულ პროცესზე გირაოთი შეეცვალა და სასამართლო დარბაზიდან გათვისუფლდა.