ამერიკელი რეჟისორის სტივენ სპილბერგის ფილმი "გვერდითი მოვლენები" და ირანელი რეჟისორის ჯაფარ პანახის "დახურული ფარდა" ბერილნის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდნენ. საკონკუირსო პროგრამაში ასევე წარმოდგენილი იქნება ორი ფრანგული ფილმი - "კამილა კლოდელი -1915", რომელშიც მთავარ როლს ჯულეტ ბინიში ასრულებს და "იგი მიდის" (Elle s'en va) მთავარ როლში კატრინ დენევი. მაყურებელი ასევე იხილავს ამერიკულ ფილმს "ჩარლი კანტრიმერის აუცილებელი სიკვდილი" (შაინა ლაბეფი და ტილ შვაინგერი) და საფრანგეთი, გერმანია, ბელგიის ერთობლივ ნამუშევარს "მონაზონი" (La Religieuse) მთავარ როლში იზაბელ იუპერი.
საკონკურსო პროგრამაში ასევე შეტანილია ულრიხ ზაიდლის "სამოთხე: იმედი" და გას ვან სენტის "Promised Land" (მთავარ როლში მეტ დეიმონი).
ჟიურის თავმჯდომარეა ცნობილი რეჟისორი ვოგ კარ ვაი.
ბერლინის 63-ე საერთშორისო კინოფესტივალი 7-17 თებერვალს გაიმართება.