ჰოლივუდის ვარსკვლავი ბენ აფლეკი ახალ ფილმზე "ღამის ცხოვრება" (Live By Night) იწყებს მუშაობას. ფილმს საფუძვლად მწერალ დენის ლეიხეინის რომანი დაედება.
გავრცელებული ინფორმაციით, აფლეკი ფილმში გამოვა როგორც რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარიტი და ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი. გადაღებები, სავარაუდოდ, წლის მოერე ნახევარში დაიწყება.
ფილმი აფლეკის მეოთხე რეჟისორული ნამუშევარი იქნება. მისი ბოლო ნამუშევარი - "ოპერაცია' არგო" Broadcast Film Critics Association-ის პრემიით დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო ფილმი. ალფეკი კი საუკეთესო რეჟოსორად დასახელდა.
რომანის მიხედვით "ღამის ცხოვრების" მოვლენები აშშ-ში მშრალი კანონის დროს ვითარდება.
მთავარი გმირი, რომელიც პოლიციელის შვილის ბუტლეგერობით შოულობს ფულს, საბოლოოდ კი კრიმინალურ სამყაროში აღმოჩნდება ჩათრეული.