,,ჩვენ არ დავუშვებთ კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებას", _განაცახდა ჟურნალისტებთან სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამნისტიის გამოცხადების კომენტირებისას.
,,ამნისტიის კანონი მკვეთრად არის გაცხადებული ჰუმანური ჟესტი, ჰუმანური აქტი ხელისუფლების. შესაძლო საუბარი იმაზე, რომ გაზრდილიყო კრიმინალი და დაძაბულიყო კრიმინალური სიტუაცია, მაგრამ მინდა განვაცახადრო, რომ მთლიანად სამინისტრო და პოლიცია არის აბსოლუტურად მობილიზებული და ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. ჩვენ არ დავუშვებთ კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებას. ეს არის უნიკალური შანსი მოხდეს ამ ადამიანებს საზოგადოებაში ინტეგრაცია", -განაცხადა ღარიბაშვილმა.