ქართველი სპორტსმენის დაღუპვის გამო ოლიმპიური კომიტეტი გამოძიებას ჩაატარებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკა რურუამ ვანკუვერში ჟურნალისტებს განუცხადა.
რურუამ მწუხარება გამოთქვა 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის გამო და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევის შემდეგ ეჭვქვეშ დადგა უსაფრთხოების ზომები ზოგადად სპორტის ამ სახეობაში.
"გამოძიების დასრულებამდე მართებულად არ მიმაჩნია გადაჭრით რაიმეს თქმა, თუმცა ოლიმპიური კომიტეტი ყველაფერს გაარკვევს.
შეგახსენებთ, რომ ტრაგიკული შემთხვევა უისტლერის ტრასაზე მოხდა. ექსპერტები ამ ტრასის უსაფრთოებას ეჭვქვეშ ჯერ კიდევ ოლიმპიადის დაწყებამდე აყენებდნენ. მათი განცხადებებით, ტრასა ძალიან სწრაფი იყო.ასევე არამართებული იყო ჯებირებად ლითონის კონსტრუქციის დაყენება წინასწარი ინფორმაციით, ქართველი სპორტსმენი სწორედ მე-16 მოსახვევში დამონტაჟებულმა ლითონის კონსტრუქციამ იმსხვერპლა.
დაღუპულის ოჯახს უკვე მიუსამძიმრა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტის თავმჯდომარემ და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. ამ უკანასკნელის განცხადებით, "საქართველომ ბოლო პერიოდში უამრავი უბედურება გადაიტანა და აღნიშნული შემთხვევაა ტრაგედიაა არამარტო ქართველი ხალხისთვის, არამედ მთლიანად სპორტული სამყაროსთვის".