ამ წუთებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ზურაბ პოლოლიკაშვილი სასტუმრო `რედისონში~ ამერიკელ ბიზნესმენებს ხვდება, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების განხორციელებით არიან დაინტერესებულნი.
ღონისძიების ინიციატორია კომპანია `სილქ როუდ ჯგუფის~ ასოცირებული კომპანია `ტრანსატლანტიკი,~ რომლის მიზანია ამერიკის შეერთებული შტატების საქმიანი წრეების წარმომადგენლები დააკავშიროს საქართველოს ბიზნეს სექტორთან და ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
ამერიკელი სტუმრები საქართველოში რამდენიმე Dდღე დარჩებიან და ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ.