ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ეს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებია, თუმცა ყველასთვის თვალნათელი არ არის მათი მნიშვნელობა. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.
"მოლაპარაკებათა მთავარი მიზანი საქართველოსთთან იურიდიულად სავალდებულო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევაა. ეს დოკუმენტი უნდა გახდეს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების სათავე, თუმცა საქართველო ჯერ არ არის მზად ამ დიდი პოლიტიკური ნაბიჯის გადასადგმელად.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეიცვალა ჯერ კიდევ არ არის კარგად გარკვეული გამართლდება თუ არა ჩვენი მოლოდინი მათ მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართებაში. ჯერ ჯერობით ჩვენ კურსის რაიმე ცვლილებას ვერ ვხედავთ", _ აცხადებს ჩირიკბა და აღნიშნავს, რომ აფხაზური მხარე გააგრძელებს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლისა და საექსპერტო ფორმატიდან დელეგაციების ფორმატზე გადასვლის მოთხოვნას.