პარლამენტმა სრული პასუხისმგებლობა აიღო ფუნდემანტურად ანტისახელმწიფოებრივ აქტზე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის მიერ ამნისტიის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში.
მისი თქმით, იმ პირობებში როცა ამდენი ყაჩაღი, ამდენი ხულიგანი, გამოდის გარეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ "ხვალ და ზეგ ხულიგნები, მძარცველები, ყაჩაღები, ჯიბის თუ სხვა ქურდები, ბინის ქურდები ბევრად უფრო თამამად დაესხმებიან ჩვენს შვილებს თავს ქუჩაში. ბერად მეტი ბინა გატყდება. ყველაფერი ის, რასაც მივაღწიეთ და რაც აღიარებული იყო, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ - საქართველო ითვლებოდა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად - ეს არ არის ჩემი პიარი - ეს ყველაფერი დიდი საფრთხის, დარტყმის ქვეშ ხვდება".
შეგახენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი პარლამენტის 24 წევრი წავიდა.