ეფ-ეს-ბეს განცხადებით, მათმა სამხედრო ძალებმა ინგუშეთში 20 დოკუ უმაროვის თანამებრძოლი გაანადგურეს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
გამოცემაში ნათქვამია, რომ ეფ-ეს-ბე-მ ინგუშეთI ალყა შემოარტყა დასახლება არშტში გამაგრებულ ტერორისტებს - ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 20 უმაროვის თანამებრძოლი დაიღუპა.