ხვალ, 26 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში გაემგზავრება და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდება. როგორც ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა ილჰამ ალიევთან შეხედრაზე სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნება გაზის ტარიფის, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობისა და დავით გარეჯის საკითხი.
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის არტურ რასიზადესსაც შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ პრემიერი ივანიშვილკი ბაქოში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის არტურ რასიზადესის მიწვევით ჩადის.