ელექტროგადამცემი ხაზი "კავკასიონი" აღდგენილია და ჩასართავად მზადაა. ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა დღეს პარლამენტში სამთავრობო საათზე "ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენლის, ნიკა ლალიაშვილის კითხვის საპასუხოდ გაკეთა.
ლალიაშვილმა მინისტრისგან ითხოვა, განემარტა, რას აკეთებს მთავრობა კონცეპტუალურ, სტატეგიულ დონეზე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების დასაცავად.
ხეთაგურის თქმით, "კავკასიონის~ ელექტროგადამცემი ხაზის სარეაბლიტაციო სამუშაო დასრულდა და იგი მზად არის ასამოქმედებლად.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ეს გადამცემი ხაზი აფეთქების შედეგად დაზიანდა.
ხეთაგურის თქმით, ნებისმიერი ასეთი სახის დაზიანება გამოწვეული იქნება მხოლოდ "გარე აგრესორების ჩარევის შედეგად~.
როგორც ხეთაგური აღნიშნავს, ბოლო სამი წელია, რუსეთი საქართველოსგან ელექტროენერგიას ყიდულობს და სწორედ ~კავკასიონის~ ელექტროგადამცემი ხაზით ხდება მისი სამხეთ ტერიტორიების ელექტრო ენერგიით მომარაგება.