კოჰაბიტაცია ვერ იქნება ხელოვნური და არ უნდა გულისხმობდეს, რომ კრიმინალებთან დავამყაროთ ურთიერთობა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისრტმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თმით, სამართლიანობის აღდგენის პროცესს ვერ შეაჩერებს ოპოზიციის "ისტერიული გამონათქვამები".
"კოჰაბიტაცია ვერ იქნება ხელოვნური და არ უნდა გულისხმობდეს, რომ კრიმინალებთან დავამყაროთ ურთიერთობა. სამართლიანობის აღდგენის პროცესს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეაჩერებს ის ისტერიული გამონათქვამები ოპოზიციის მხრიდან", - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, "ქართული ოცნების" ერთადერთი დაპირება - სამართლიანობის აღდგენა "დროში უპირობოდ შესრულდება".
"ჩვენ ახალ გუნდს, ერთერთი დაპირება რაც გქვონდა, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს, ეს დროში უპირობოთ შესრულდება", - განაცხადა ივანიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს განაცხადებებისა და კომენტარების გაკეთებას ოპოზიცის გამონათქვამებზე, რადაგანაც "მათ კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობა ვერ მოახერხეს, და პრაქტიკულად მიდის - ჩემი შენ გითხარი".
პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ ბოლო დღების გამონათქვამები "სერიოზულ დამოკიდებულებას არა იმსახურებს".