დღეს, 24 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მემორანდუმის ხელმომწერი ორგანიზაციები, ბათუმში შეხვედრებს გამართავენ.
"თეთრების" პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე 12:00-დან 14:00 საათამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩაბარდება სარჩელი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.
ამის შემდეგ ორგანიზაციის წარმომადგენლები: რეზო ჩხეიძე, თემურ შაშიაშვილი და მიხეილ ანდღულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს წინ საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.