დღეს, 24 დეკემბერს, 11:00 საათზე ,,შერატონ მეტეხი პალასში" საქრთველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს შეხვდება.
პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციაზე აკრედიტაცია 150 ჟურნალისტმა გაიარა, _ აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პრემიერის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრესკონფერენციაა რამდენიმე მედიასაშუალებით გადაიცემა კერძოდ, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის", ,,მეცხრე არხისა" და სავარФუდოდ ,,რუსთავი-2"-ის ეთერით. როგორც სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია საქართველოს სახელმწიფო დროშის ფონზე წარიმართება.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს მეორედ ხვდება. პირველი შეხვედრა 22 ნოემბერს გაიმართა.