რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის საქართველოს ყველა ინსტიტუტზე შეტევა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. მან პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობების დაცვა შევარდნებისგან .
"მე მოვისმინე პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანი და სწორი განცხადება ქუთაისის გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ ის ჩაიკარგა ბევრ სხვა განცხადებაში, სადაც პირდაპირ იყო მოწოდება, პროვოცირება და ა.შ. მე მინდა ყველას ესმოდეს, რომ საქმე არის არა პრეზიდენტის პიროვნებაზე. მე ზუსტად ისევე ვარ არჩეული როგორც არის არჩეული მარტვილის საკრებულო, როგორც არის არჩეული ქუთაისის საკრებულო, როგორც არის არჩეული რუსთავის საკრებულო. ზუსტად ისევე უნდა იყოს დაცული მარტვილის საკრებულო, როგორც პრეზიდენტის გადაადგილება და მისი ესკორტი. მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვებს, თუ ეს არ არის მართლა ჩვეულებრივი ფარისევლობა, მაშინ წადით და ზუსტად ასევე დაიცავით მარტვილის საკრებულო, ზუსტად ასევე დაიცავით ზუგდიდის საკრებულო, ზუსტად ასევე დაიცავით მარნეულის საკრებულო, სადაც დღეს, გუშინ და გუშინწინ იყო შევარდნის მცდელობა. საკრებულოებში მიდიან ჯგუფები, რომლებიც ვერ იყოფენ თანამდებობებს და მათთვის მეასეხარისხოვანია ხალხის ინტერესები", - აღნიშნა პრეზიდენტმა.