"ლეიბორისტი" შალვა ნათელაშვილი "დუმილ მორატორიუმს" არღვევს და "ქართულ ოცნებას" მთავარ წინასაარჩევნო დანაპირებს ახსენებს. ნათელაშვილი აცხადებს, რომ ქართველი ხალხის სურვილი, შემცირებულიყო ელეტროენერგიის ტარიფი, ჯერაც განუხორციელებელია.
"საქართველოს ლეიბორისტული პარტია პატიოსნად იცავს მსოფლიოში აღიარებულ პრინციპს, არ აკრიტიკოს 100 დღის განმავლობაში ახალი მთავრობა, ამას ჰქვია "დუმილ მორატორიუმი", რასაც დროებით დავარღვევთ იმისთვის, რომ შევახსენოთ ივანიშვილის მთავრობას: ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი ოცნება, როდესაც მას ირჩევდნენ, იყო უსამართლო დენის ტარიფების დანგრევა, რაც დღემდე არის განუხორციელებელი", - აცხადებს ნათელაშვილი.