"რუსეთს არ შეუძლია შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამას განსაზღვრულად ვერ გავაკეთებთ, საქართველო კი ვერ დაეთანხმებას იმას, რომ აღიაროს ისინი დამოუკდებელ სახელმწიფოებად", _ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში მიმდინარე პრესკონფერენციაზე გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებას უჭერს მხარს, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებას ვერ გააუქმებს. აღნიშნა პუტინმა.
"მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო პრობლემაზე, რომელიც კარგადაა ცნობილი. ის მდგომარეობა იმაში, რომ (საქართველოს) მოქმედმა პრეზიდენტმა (მიხეილ სააკაშვილი) სიტუაცია ჩიხში შეიყვანა და მე მართალი გითხრათ, კარგადაც არ მესმის თუ როგორ უნდა გამოვიდეთ იქიდან.
რუსეთს თავისი გადაწყვეტილების შეცვლა არ შეუძლია, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთანაა დაკავშირებული.
ჩვენ ამას განსაზღვრულად ვერ გავაკეთებთ, საქართველო კი ვერ დაეთანხმებას იმას, რომ აღიაროს ისინი დამოუკდებელ ქვეყნებად. ვერც წარმომიდგენია რა შეიძლება აქ გაკეთდეს", _ განაცხადა პუტინმა.