"ჩვენ მართლაც რეალურად გვინდა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება, თუმცა ეკონომიკური თვლასაზრისით, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ საქართველო ამაში უფრო მეტადაა დაინტერესებული ვიდრე ჩვენ", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში მიმდინარე პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, რუსეთი ახლა ცხვირის აწევას და იმის თქმას, რომ მას ეს არ სჭირდება არ აპირებს.
" ჩვენ აქ არ ვაპირებთ ცხვირი ავწიოთ და ვთქვათ, რომ ჩვენ ეს არ გვჭირდება. არა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ურთიერთობა ორ ძალიან ახლობელ ხალხს შორის ნორმალუზებული უნდა იყოს და ამისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. და როგორ უნდა გადავლახოთ ეს რთული სიტუაცია ჩვენს ურთიერთობებში მე ჯერ პასუხი არ მაქვს, ვინაიდან გაჩნდა ხალხი, რომლებიც მზად არიან ამითი პროფესიონალურად დაკავდნენ, მოდით ამაზე ერთად ვიფიქროთ", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.