კომპანია "ყაზგაზტრანსში" ახალი მმართველის შესვლის შემდეგ კომპანიის ხარჯები 27 მილიონი ლარით შემცირდა. ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა დღეს პარლამენტში გამართულ სამთავრობო საათზე გააკეთა.
მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით, აპრილიდან დღემდე დაახლოებით 24 მილიონით გაზრდილია საფასურის ამოღება და 27 მილიონით არის შემცირებული ხარჯები, რაც კომპანიაზე ნამდვილად აისახება.
როგორც ხეთაგური განმარტავს, "ყაზგაზტრანსში" ძველმა მენეჯმენტმა ვალი დააგროვა, რაც მიწოდებული აირის საფასური იყო და საბოლოო ჯამში, ეს დავალიანება გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიმართ 78 მილონს აღწევდა.
მისი თქმით, ამ დავალიანებების გამო ეჭვქვეშ დგებოდა თბილისის გაზმომარაგება და ამიტომ იქნა მიღებული კომპანიაში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯმა გაამართლა.