.,,საქართველოში ამ რაოდენობით დაპატიმრებული ადამიანები პროცენტულად ყველაზე რთულ ეპოქებშიც არ ყოფილა', -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბოლოდროინდელი დაკავებების კომენტირებისას.
,,ხშირად მბობენ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის დროს ხომ იჭერდა ხალხს. ჯერ ერთი ციფრებსა და რაოდენობას შეხედეთ. Pპატარა ქვეყანაა საქართველო და ამ რაოდენობით დაპატიმრებული ადამიანები პროცენტულად ყველაზე რთულ ეპოქებშიც არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში ბოლო ათ წლეულებში, მათ შორის საქართველო როცა დამოუკიდებელი არ იყო. ძალიან მარტივია, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვთქვათ ,,ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიჭირეს, დააპატიმრეს და პასუხი აგებინეს ყოფილ ენერგეტიკის მინისტრს იმ ადამიანმა საქართველო ჩააბნელა. ფულს აკეთებდა იმაზე, რომ საქართველოში დენი არ ყოფილიყო. Aახლა დაიჭირეს ალეკო ხეთაგური კაცი, რომლის გამო საქართველოში არის დენი. დაიჭირეს ალეკო ხეთაგური რომლის გამო ბიუჯეტი როცა ფინანსთა სამინისტროში გადავიდა და მუშაობდა 11-ჯერ გაიზარდა. Gგანსხვავება არ არის საქართველოს დამბნელებელსა და ფულის მომპარავს შორის და იმ ხალხს შორის ვინც ეს ფული მოატანინა ", _ დაკავებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი იმ ადამიანებმა დაიჭირეს ვისაც ორი წიგნი წაკითხული არ აქვს.
,,დაიჭირეს გვარამია, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი საქართველოში კორუფციასთან, მანამ სანამ სახელმწიფო სამსახურში იყო. მერე წავიდა საუკეთესო უცხოური განათლება მიიღო და დაბრუნდა საკუთარი ქვეყნის სამსახურში და დაიჭირეს ამ ოროსნებმა მართლა ორი წიგნი, რომ არ აქვთ წაკითხული. მართო იციან თვლა დოლარის ნიშნებს სცნობენ, ეს არის სამართლიანობა", - განაცხადა სააკაშვილმა და კახა დამენიას დაკავებასაც გამოახმაურა.
,,დაიჭირეს დამენია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი სახელმწიფო მოხელია, რომელიც მინახავს ცხოვრებაში. საეროდ არ აინტერესებს პირადი საკითხები და პირად საკითხებს არც არასდროს მიკარებია. მომპარავი გამოდის ციხიდან, კორუმპირებული ზის კაბინეტში და იჭრეს იმას ვინც ებრძოდა კორუფციას, კრიმინალს. თქვენ გგონიათ, რომ ჩვენი ხალხისთვის ამას ფასი არ აქვს და ამ ყველაფერს შედეგი არ მოჰყვება. ამ ყველაფერს შედეგი უკვე მოჰყვა რუსთავის გაჩერებული გზა. რუსთვის გაჩერებული პარკის მშენებლობა ამის შედეგია, რუსთავში გაჩერებული სპორტის სასახლე ამის შედეგია", _ განაცხადა სააკაშვილმა.