"ქართული ოცნება" არა მხოლოდ მნგრეველების, არამედ ოროსნების დიდი ბრიგადაა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოხმაურა.
"გუშინ გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თქვა, რომ თურმე მე იმიტომ გამოვდივარ და ვლაპარაკობ რაღაცეებს, რომ აგარაკების მშენებლობა შევუჩერეთ. Aამ განცხადებას რბილად რომ ვთქვათ უცნაურად აკეთებს ჩემს მიერ და თქვენს მიერ გაღიზიანებული გორის ბაზის ტერიტორიაზე. თქვენ არ გახსოვთ როგორი ჩაოხრებული პოლიციის შენობები იყო და ერთადერთი დენის წყარო იყო ტელეფონი, სადაც ხალხს აერთებდნენ. ახლა ეს სუბიექტები დაბრუნდნენ ჩვენს მიერ აშენებულ შენობებში და ჩვენს მიერ აშენებულ შენობების ფონზე აკეთებენ განცხადებებს ჩვენ კორუფციასა და აგარაკებზე. სინდისიც ხომ კარი საქონელია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მისი ხელისუფლების პირობებში საქართველოს ბიუჯეტი 11-ჯერ გაიზარდა
"მესმის, რომ ბევრი მათგანი მათემატიკაში მოიკოჭლებს, ოროსნების დიდი ბრიგადასთან გვაქვს საქმე და არა მხოლოდ მნგრეველების ბრიგადასთან, მაგრამ როგორ ხდება 11-ჯერ ბიუჯეტი გავზარდეთ, ამდენი რაღაც ავაშენეთ და თან ჩვენი აგარაკებიც მოვიწყეთ და პირადი ცხოვრებაც. Aადრე რატომ არ ხერხდებოდა ასეთი განტოლებები და მათემატიკა? ", _ განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის განცხადებას თალიბანიზაციის პროცესის შესახებ და ის, რომ ,,ქართული ოცნება" მნგრეველების ბრიგადაა ,,დაჩების მშენებლობის პროცესის შეჩერებას უკავშირებს".