თმა ადამიანის სხეულზე ამცირებს კანის ონკოლოგიურ დაავადებათა რისკს, - შესაბამის დასკვნამდე ავსტრალიერი სპეციალისტები მივიდნენ.
სამხრეთ კრივლენდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა 10-წლიანი კვლევის შედაგად გააანალიზეს 20 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემები, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა მხარეში ცხოვრობდნენ. შედეგებმა აჩვენა, რომ თმის საფარი ამცირებს ადამიანზე მზის სხივების მოქმედების გავლენას, რასაც, თავის მხრივ, კანის ონკოლოგიური დაავადების რისკი მინიმუმამდე დაჰყავს. მამაკაცებში ეს განსაკუთრებით ეხება ულვაშისა და წვერის ტარებას.
ცნობილია, რომ სწორედ ულტრაისფერი სხივები ახდენს თავისუფალი რადიკალების წარმოქნას რომელიც, თავის მხრივ, კანის კიბოს წარმოქმნის მთავარი მიზეზია.
სპეციალური აპარატურის მიხედვით ექსპერტებმა გაზომეს რადიაცის ხარისხი, რომელიც კანის საფარქვეშ აღწევს. აღმოჩნდა, რომ თმა 30-40 %-ით ამცირებს კანქვეშ რადიაცის შეღწევადობას.
მეცნიერების თქმით, ეს შედეგები ადასტურებს ევოლუციურ კანონზომიერებას. კერძოდ იმას, თუ რატომ აქვთ სამხრეთში მცხოვრებ ადამიანებს, ჩრდილოეთში მცხოვრებთაგან განსხვავებით, თმიანი სხეული.