საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ არ იცის თუ ზუსტად როდის გაიმართება მეორე შეხვედრა მასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის. აბაშიძეს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. აღნიშნული რამ შვეიცარიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პირველ ბრიფინგზე განაცხადა.
"ამ დროისათვის შეხვედრის თარიღი უცნობია, თუმცა შეხვედრები სავარაუდოდ ყოველ 2-3 თვეში გაიმართება და ასევე შეხვედრები გაიმართება საჭიოების მიხედვით", _ აცხადებს აბაშიძე და აღნიშნავს, რომ მისი შეხვედრა რუსულ მხარესთან არ იქნება ჯენევის ფორმატის დუბლირება.
მისივე განმარტებით აღნიშნული შეხვედრა არ იქნება მხოლოდ აბაშიძე-კარასინის შეხვედრა და ამ შეხვედრას შესაძლოი სხვა ადამიანებიც დაესწრონ.
ამასთან ერთად საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ ხშირად საუბარია იმაზე, რომ მისი შეხვედრა რუსულ მხარესთან და ასევე, ჟენევაში მიმდინარე შეხვედრები, რომელსაც აქვს საერთაშორისო მანდატი და ერთი და იგივეა და საკითხების დუბლირება ხდება.
"არის დიდი საფრთხე, რომ მოხდეს ჟენევის ფორმატის დუბლირება, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საკითხები გავმინჯნოთ", _ აცხადებს ზურაბ აბაშიძე.