"ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი რადგან პირველ ოქტომბერს ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილის მანდატი იყო სწორედ ასეთი - გამონახეთ რუსეთთან საერთო ენა",_ განაცხადა შვეიცარიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პირველ ბრიფინგზე.
"მეკითხებიან თუ რატომ გადავდგით ეს ბანიჯი და რატომ გაიმართა ეს შეხვედრა რა არის მისი მიზანი. ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი რადგან პირველ ოქტომბერს ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილის მანდატი იყო სწორედ ასეთი - გამონახეთ რუსეთთან საერთო ენა. მოსახლეობის დიდი ნაწილის განწყობა დღესაც ასეთია და ალბათ თქვენ იცით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ბოლო შედეგები ამასთან დაკავშირებით.
გადავდგით ეს ნაბიჯი, რადგან არ შეიძლება ვიყოთ რუსეთთან მიდმივ კონფრონტაციაში - ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. მართალი გითხრათ მე არ ვიცი სხვა ქვეყანა, რომელსაც ისეთივე ურთიერთობა აქვს დღეს ჩვენს დიდ და რთულ მეზობელთან როგორც ეს საქართველოს აქვს", _ აცხადებს აბაშიძე და აღნიშნავს, რომ საქართველომ ეს ნაბიჯი იმიტომაც გადადგა, რომ დასავლელი პარტნიორები მას მუდმივად ამის გაკეთებას ურჩევდნენ.
"გადავგდით ეს ნაბიჯი, რადგან ჩვენი დასავლელი პარტნიორები მრავალი წლის მანძილზე მოგვიწოდებდნენ - დაიწყეთ რუსეთთან საუბარი, შეეცადეთ გამონახოთ საერთო ენა. არ შემხვედრია სოლიდური დასავლელი პოლიტიკოსი ან დიპლომატი, რომელსაც საწინააღმდეგო რამ ერჩია.
გადავდგით ეს ნაბიჯი, რომელსაც მიესალმნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. თითქმის ყოველდღიურად მაქვს მათთან შეხვედრები და მესმის მხლოდ მხარდაჭერის სიტყვები. რა ტქმა უნდა რჩევებიცა და წინადადებებიც. ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი რისთვისაც მზაობას გამოხატავდა და ყოველთვის ადასტურებდა წინა ხელისუფლება თავისი არაერთგზის განცხადებებით - მზად ვართ შევხვდეთ რუსეთის წარმომადგენლებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
და ეს იყო სწორი პოზიცია. ვდგამთ ამ ნაბიჯს, რადგან ჩვენ რთულ, კონფლიქტებით გადატვიურთულ რეგიონს ემუქრება ახალი საფრთხები, რომელთა მასშტაბისა და დამანგრეველი ძალის პროგნოზირება ჯერ არავის ძალუძს", _ აცხადებს აბაშიძე.