"დაკითხვაზე პარლამენტის წევრების დაბარება პარლამენტის თანხმობის გარეშე კონსტიტუციის დარღვევაა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და პარლამენტის თავმჯდომარეს კანონის დაცვისკენ მოუწოდა.
"დაკითხვაზე პარლამენტის წევრების დაბარება პარლამენტის თანხმობის გარეშე წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის დარღვევას, ამიტომ მივმართავ არა მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს, არამედ პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას, დეპუტატებთან მიმართებაში არ დაუშვან საქართველოსა და კონსტიტუციის დარღვევა. თუ იქნება ღია წესით შეკითხვები გამოგზავნილი, საპარლამენტო უმცირესობა მზად იქნება, ასევე ღია წესით გასცეს პასუხი და ეს იქნება კანონის დაცვით განხორციელებული ქმედება", - განაცხადა ბაქრაძემ.