მოქალაქეთა ეფექტიანი მომსახურებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები დაჯილდოვდნენ. გამოკითხვის საფუძველზე ამ ეტაპზე 15 ყველაზე გულისხმიერი თანამშრომელი გამოვლინდა, რომელთაც სპეციალური სიგელები და პრემიალური თანხა გადაეცათ.
გამოიკითხა 2051 მომხმარებელი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, საქართველოს ეროვნულ არქივში, იუსტიციის სამინისტროს კანცელარიაში _ ეს იუსტიციის სამინისტროს ის სამსახურებია, რომელთაც უშუალოდ მომსახურება ეხებათ. შეფასდა თანამშრომლების მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურება.
წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა წარმატებული თანამშრომლები, რის საფუძველზეც საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით საუკეთესო შედეგების მქონე საჯარო მოხელეები სპეციალური სიგელებითა და პრემიალური თანხით დაჯილდოვდნენ.