აჭარის მაღალმთიანეთში პირველი თოვლი მოვიდა. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში თოვლის საფარის სიმაღლე ამ დროისთვის 10 სანტიმეტრს აღწევს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, უამინდობას მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია. თოვლის გამო არც სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულა.
გოდერძის უღელტეხილზე ამ ეტაპზე მხოლოდ ორხიდიანი ავტომანქანების გადადგილებაა დაშვებული, აქ თოვლის საფარის სიმაღლემ 30 სანტიმეტრს მიაღწია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, დღის ბოლოს უღელტეხილზე ყველა ტიპის ავტომობილის გადადგილება გახდება შესაძლებელი.
გასულ წელს ხულოში პირველი თოვლი ოქტომბერში მოვიდა. ხულოს საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, რაიონში სპეციალური ტექნიკა უკვე მობილიზებულია.