"ეროვნული ფორუმის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სტუდენტური თვითმმართველობის წევრებთან ერთად პატრიარქის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შესახებ იმსჯელეს.
"ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელთა განცხადებით, 24 ოქტომბერს მეტეხის ეკლესიასთან უწმინდესის მხარდასაჭერად სანთლებით ხელში მდუმარე აქციას მოაწყობენ.
"ჩვენ მეგობრებს გავაცანით ჩვენი ღონისძიებების გეგმა, რომელიც აუცილებლად ერთობლივად უნდა გაკეთდეს. ეს ის საკითხია, რომელშიც ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს", _ განაცხადა "ეროვნული ფორუმის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ტავმჯდომარემ, შალვა კიკნაველიძემ.