დაზამთრებასთან ერთად გურიაში მგლებიც გამოჩდნენ. არ გამოირიცხება, რომ მგლების მომრავლებასთან ერთად. უსაფრთხოებისთვის პატრულირება გახდეს საჭირო. „გურია ნიუსის" ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მცხოვრები კაკო ზოიძის ძროხა საყანე ფართობში მგელმა დაგლიჯა. პირუტყვი ღამით გარეთ დარჩა და მეორე დღეს მხოლოდ თავისა და ხერხემლის ნარჩენები იპოვეს.
„ძროხა იმდენად დიდი იყო, ტურა, თუნდაც რამდენიმე, ასე ვერ დაგლეჯდა _ მგლის შეჭმულია," - აცხადებენ სოფელში.
როგორც "გურია ნიუსი" ერთი თვის წინ წერდა, მგელი მეზობელ ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში გამოჩნდა. ქაქუთიდან აღნიშნულ სოფლამდე კი, ათიოდე კოლომეტრი თუ იქნება. ფაქტია, ეს საშიში მტაცებელი გააქტიურდა და როგორც მაშინ გარემოს დაცვის სააგენტოს ოზურგეთის სამმართველოს უფროსმა ნიკა ნოზაძემ განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, ზამთარში მიმდებარე სოფლებში პატრულირება გახდეს საჭირო.